სოფლის მეურნეობა
30/11/2021

საქართველომ თხილის ექსპორტიდან $66.8 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

საქართველომ 4 თვეში თხილის ექსპორტიდან 66.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

საერთაშორისო ბაზრებზე 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით 14.6 ათასი ტონა ქართული თხილი გაიყიდა.

ქართული თხილი ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება, ლიდერი კი იტალიაა, სადაც ამ პერიოდში 5 957 ტონა თხილი გავიდა, გერმანიაში 2 628 ტონა თხილი გავიდა, ესპანეთში 424 ტონა. საექსპორტო ბაზრებს შორისაა ასევე ჩეხეთი (423 ტონა), პოლონეთი (337 ტონა), ლიეტუვაი (284 ტონა), საფრანგეთი (239 ტონა), ბულგარეთი (132 ტონა), საბერძნეთი (71 ტონა), ლატვია (70 ტონა), ესტონეთი (60 ტონა), ბელგია (41 ტონა), უნგრეთი (22 ტონა), ხორვატიაი (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე: სომხეთში (930 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (256 ტონა), რუსეთში (337 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (208 ტონა), ბელარუსში (186 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (95 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არგენტინაში (77 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (61 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), თურქეთში (22), ყირგიზეთში (22 ტონა), ტუნისში (15 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).

Businesspartner