სოფლის მეურნეობა
07/12/2021

საქართველომ თხილის ექსპორტიდან $70 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

ქართულ თხილზე მოთხოვნა გაზრდილია. 

ქვეყნიდან 1 აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით 15.2 ათასი ტონა თხილი გავიდა საექსპორტო ბაზრებზე, შედეგად ფერმერებმა 69.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღეს.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 31%-ით არის გაზრდილი, საექსპორტო შემოსავალი კი 12%-ით.

დივერსიფიცირებულია საექსპორტო ბაზრები. უმეტესად ქართული თხილის ექსპორტი, ევროკავშირის ბაზრებზე გადის: იტალიაში (6,135 ტონა), გერმანიაში (2,904 ტონა), ესპანეთში (446 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (284 ტონა), საფრანგეთში (239 ტონა), ბულგარეთში (132 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (964 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (256 ტონა), რუსეთში (337 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (208 ტონა), ბელარუსში (206 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (95 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არგენტინაში (77 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (61 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (44), უზბეკეთში (44 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), ტუნისში (15 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).

Businesspartner