სოფლის მეურნეობა
14/12/2021

საქართველომ თხილის ექსპორტიდან $74 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

ქართულ თხილზე მოთხოვნა იზრდება. გაზრდილია როგორც თხილის ექსპორტი, ასევე ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 1 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 16.1 ათასი ტონა თხილი გავიდა საექსპორტო ბაზრებზე, ქართველმა ფერმერებმა კი 73.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღეს.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თხილის ექსპორტი 33%-ით, ღირებულება კი 14%-ით არის გაზრდილი.

ქართული თხილი ექსპორტზე, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე გადის, იტალია ლიდერია და ექსპორტირებულია 6 590 ტონა, გერმანიაში 3 124 ტონა, ესპანეთში 446 ტონა, ჩეხეთში 445 ტონა, პოლონეთში 337 ტონა, ლიეტუვაში 284 ტონა, საფრანგეთში 278 ტონა, ბულგარეთში 132 ტონა, საბერძნეთში 71 ტონა, ლატვიაში 70 ტონა, ესტონეთში 60 ტონა, ბელგიაში 41 ტონა, უნგრეთში 22 ტონა, ხორვატიაში 20 ტონა.

ქართული თხილი ექსპორტზე გადი ასევე: სომხეთში (1,076 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (278 ტონა), რუსეთში (358 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (251 ტონა), ბელარუსში (208 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (95 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არგენტინაში (77 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (61 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (44), უზბეკეთში (44 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), ტუნისში (15 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები