სოფლის მეურნეობა
15/02/2023

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს მილანის ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიაში, მილანში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში BIT 2023 მიიღო მონაწილეობა.

მილანის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 7 ტურისტულ კომპანიასთან ერთად იყო წარდგენილი. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობდა.

BIT 2023-ის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრები ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან  შეხვედრები გაიმართა.  

შეგახსენებთ, მილანის ტურისტული გამოფენა 1980 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული მოვლენაა.  მ

ილანის ტურისტულ გამოფენაზე  500-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. გამოფენას  მთელი მსოფლიოდან 65 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.   

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები