სოფლის მეურნეობა
16/04/2021

საქართველოში სუბ-ტროპიკული ხილის წარმოება იზრდება

ქართველი ფერმერების ინტერესი სუბ-ტროპიკული ხილის მოყვანა-წარმოებისადმი იზრდება.

ქვეყანაში 2020 წელს 22.3 ათასი ტონა სუბ-ტროპიკული ხილია წარმოებული, რაც 10%-ით აღმატება 2019 წლის მონაცემებს და 5-წლიან რეკორდს აჩვენებს.

2016 წელს საქართველოში სულ 15.7 ათასი ტონა ამ კატეგორიის ხილი იყო წარმოებული, 2017 წელს 13 ათასი ტონა, 2018 წელს მაჩვენებელმა 16 ათას ტონას მიაღწია, 2019 წელს კი 20.3 ათას ტონას.

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები