სოფლის მეურნეობა
07/10/2021

საქართველოში წელს 70 000 ტონა ციტრუსის მოსავალს ელიან

წლევანდელ სეზონზე საქართველოში  70 000 ტონა ციტრუსის მოსავალს ელიან.

ნაირინჯისფერი რთველის დაწყებამდე მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის მინისტრი გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

განიხილეს საორგანიზაციო საკითხები, პროდუქციის დამზადების, შესაფუთი მასალით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდება. შეხვედრაზე გამოწვევებსა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მექანიზმებზე. აღინიშნა, რომ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ციტრუსის სეზონის ერთი ფანჯრის პრონციპით განხორციელდებას უზრუნველყოფს.

წელსვე, აჭარაში 3600 ტონა ხურმის მოსავალს ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ აჭარის აგროსერვის ცენტრის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინი დაიკრიფა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები