სოფლის მეურნეობა
18/08/2021

საქართველოში ცხვრის რაოდენობა 18%-ით შემცირდა

საქართველოს სოფლის მეურნეობაში მეცხოველეობის სფეროში ცხვრისა და თხის რაოდენობა შემცირდა. შემცირდა ღორის სულადობაც.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა 17.7%-ით შემცირდა და 984 700 სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 192 100 სული იყო, რაც 13.3%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ზრდაა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, რომლის სულადობამ 1 მლნ სული შეაგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 2.2%-ით მეტია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური ოდენობა 452 500 სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.1%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ფრინველს, მისმა რაოდენობამ 11.5 მილიონზე მეტი ფრთა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11.2%-ით შემცირდა.

Businesspartner