სოფლის მეურნეობა
22/10/2020

სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში იაფ ფულზე ხელმისაწვდომობას გააგრძელებს

სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში იაფ ფულად რესურსებზე ხემისაწვდომობასთან დაკავშირებულ პროგრამებს მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც გააგრძელებს.

გარემოს დაცვისა და სიფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, იაფი აგროკრედიტის პროგრამა მომავალ წლებშიც გაგრძელდება. სახელმწიფო ამ მიმართულებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ლევან დავითაშვილის პროგნოზით, ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო 25 ათასზე მეტ ახალ კრედიტს გასცემს და ჯამური პორტფელი 1.8 მლრდ.ლარს გადააჭარბებს, რისთვისაც სახელმწიფო 135 მილიონი ლარის დაფინანსევას გამოყოფს.

იაფ საკრედიტო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გარდა, სახელმწიფო მომავალი 4 წლის განმავლიბაში საგრანტო პროგრამებსაც გააგრძელებს. მინისტრის თქმით, მათ შორის, "გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამაც" გაგრძელდება, რომელშიც სახელმწიფო 40 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. სახელმწიფო პროგნოზით, ქვეყანას მომდევნო წლებში 100-მდე ახალი მეურნეობა და გადამამუშავებელი საწარმო დაემატება.

Businesspartner