სოფლის მეურნეობა
01/09/2021

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამაში რეგისტრაცია იწყება

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამაში რეგისტრაცია იწყება. სოფლის განვითარების სააგენტოს ცნობით, რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რათა არ მოხდეს სერვერების გადატვირთვა და თავიდან აცილებული იქნას შესაძლო ტექნიკური ხარვეზები.

პროგრამაში  დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის I ეტაპზე, 1 სექტემბრის 12:00 საათიდან შესაძლებელია პირველადი რეგისტრაცია.

II ეტაპზე, 15 სექტემბრის 12:00 საათიდან დაიწყება ელექტონული განაცხადების მიღება. ამ ეტაპზე განმცხადებელს ენიჭება რიგითი ნომერი, ამ რიგითობის შესაბამისად განიხილება განაცხადები.

III ეტაპი 20 სექტემბრის 00:01 საათიდან იწყება და მოიცავს დოკუმენტაციის ატვირთვას. დოკუმენტების ასატვირთად ყველა პოტენციურ ბენეფიციარს მიეცემა  5 კალენდარული დღე.

პროგრამა  ველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას გულისხმობნს. მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორი, ხელის ტრაქტორი, ტრაქტორზე მისაბმელი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი თვითმავალი ტექნიკა. შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი. მეორადი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და კომბაინის შეძენა დასაშვებია  შპს - სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიისგან.

შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 100 000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში ტანადაფინანსების მოცულობა განისაზღვება 35%-ით, მაგრამ არაუმეტეს 35 000 ლარისა. თუ ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს და მეტს - თანადაფინანსება  განისაზღვრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 70, 000 ლარისა.

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია და ხორციელდება სოფლის განვითარების 10 წლიანი გეგმის ფარგლებში.

Businesspartner