სოფლის მეურნეობა
06/12/2021

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსება 50%-მდე გაიზარდა

მეორადი გამოყენების კომბაინების შესყიდვისას თანადაფინანსება იზრდება.

„სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების” სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები მთავრობამ უკვე დააამტკიცა.

„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინის შეძენის შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრა 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 100 000 ლარით.

პროგრამის ფარგლებში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინის შეძენის სურვილის შემთხვევაში თანადაფინანსების მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარებმა განაცხადი უნდა გააკეთოს  მატერიალური სახით სოფლის განვითარების სააგენტოში. 

პროგრამის ფარგლებში დაიტერესებულ პირებს  შესაძლებლობა აქვს განაცხადი  გააკეთოს როგორც კომბაინის, ასევე ზოგადად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე თანადაფინანსების მისაღებად.

„სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების” სახელმწიფო პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.  პროგრამა  როგორც ახალი, ასევე მეორადი  გამოყენების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის  თანადაფინანსებას მოიცავს.

Businesspartner