სოფლის მეურნეობა
22/10/2020

სექტემბერში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა

სექტემბერში ღვინის ექსპორტი გაიზარდა. საექსპორტო ბაზრებზე 21,265 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც წლის მაქსიმუმია. 14%-იანი ზრდაა წინა წლის სექტემბერთან შედარებითაც.

ამის მიუხედავად, წელს, 9 თვის ჯამურ ექსპორტში თითქმის 6%-იანი კლებაა. საექსპორტო ბაზრებზე 143 მლნ დოლარის ღვინო გავიდა. შემცირებულია ექსპორტი ღვინის მთავარ სარეალიზაციო ბაზარზე - რუსეთში, კლება 10.5%-ია და 82.5 მლნ დოლარს შეადგენს.

ღვინის ექსპორტი შემცირებულია ჩინეთშიც. ამ ქვეყანაში 9 თვის განმავლობაში 9,5 მლნ დოლარის ღვინოა გაყიდული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები