სოფლის მეურნეობა
24/04/2021

შიდა ქართლში ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში, ახალი სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა. 

სამაცივრე მეურნეობის მოსაზყობად ფერმერმა ზურაბ მერებაშვილმა 380 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 300 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. USAID-ის „სოფლის მეურნეობის პროგრამის“ დახმარებით, კი ფერმერმა 480 კვადრატულ მეტრ ფართობზე ცივი შენახვის საწყობი მოაწყო. 

სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

სამაცივრო მეურნეობაში 300 ტონას პროდუქციის შენახვაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია გათვალისწინებულია ადგილობრივ ბაზარზე. მეურნეობაში მუდმივად 5, სეზონურად კი, 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროექტით 80-მდე მცირე ფერმერი ისარგებლებს.

ზურაბ მერებაშვილი სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარიცაა. ფერმერმა, 2016 და 2020 წლებში, 5 ჰექტარზე ვაშლის, ბლისა და მსხლის ბაღების გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 51,000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 45,000 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 6,000 ლარზე მეტი, წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის.
ფერმერი „დანერგე მომავალის“ ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის დაბინავებას სამაცივრო მეურნეობაში ახდენს.

„სოფელ თორტიზაში ახალი სამაცივრო მეურნეობა არის USAID-ის, საქართველოს მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგი. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავს პროგრამებზე მუშაობას და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას“, - განაცხადა USAID საქართველოს მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა.

სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 165 მლნ ლარზე მეტი 1 645 სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 25,7 მლნ ლარს აღემატება.

Businesspartner