სოფლის მეურნეობა
12/02/2023

სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ილია თამარაშვილმა თანამდებობა დატოვა

სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ილია თამარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან საკუთარ Facebook გვერდზე გააკეთა. 
 
"დავემშვიდობე გუნდს, რომელთან ერთადაც მეოთხე წელია ძალიან მაგარი საქმეები, პროექტები და ყოველდღიური ზრუნვა ფერმერებზე მაკავშირებს. იყო და კიდევ მეტად გავაძლიერეთ ჩვენი გუნდი იმგვარად, რომ ერთ მუშტად შეკრულებს ნებისმიერი ამოცანის, გამოწვევის გადალახვა და მიზნის მიღწევა შეუძლიათ.
 
მადლობას ვუხდი მათ გვერდში დგომისთვის, გულთბილი და ერთგული დამოკიდებულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და მეგობრობისთვის, ეს დაუვიწყარი წლები იყო და იქნება ჩემს ცხოვრებაში, მეამაყება, რომ ამ ღირსეული გუნდის ხელმძღვანელობა მხვდა წილად, მადლობა ვინც ეს საქმე ჩამაბარა, მანდო და მენდო.
 
მქონდა პატივი და ბედნიერება მემუშავა კოლეგა უწყებების მაღალი დონის პროფესიონალებთან, ფერმერებთან, დონორი ორგანიზაციების გუნდებთან, ასოციაციებთან. მადლობა მინდა მათ გადავუხადო თანამშრომლობისთვის, ბევრი ვისწავლე და ძალიან გავიზარდე ამ პერიოდში, ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და მეგობრად.
 
ჩემს საქმიანობას ვაგრძელებ ისევ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ამჯერად დონორული ორგანიზაციის მხრიდან, გადავდივარ IFAD-ის გრანტების აქტივობების კოორდინატორად,"-წერს თამარაშვილი. 
 
Businesspartner