სოფლის მეურნეობა
18/01/2023

სოფლის მეურნეობის პროგრამებით მეცხოველეობის დაფინანსება დაიწყება

სოფლის მეურნეობის პროგრამებში მეცხოველეობის მიმართულება პრიორიტეტული გახდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ახალი პროგრამები დაიწყება და დაფინანსება გამოიყოფა. ასევე ახალი მიმართულებები გამოჩნდება აკვაკულტურის განვითარების მიმართულებითაც.

“ფაქტობრვად, ყველა მიმართულება, რაც სოფლის მეურნეობას სჭირდება, აყვანილია პრიორიტეტების რანგში. ჩვენ ვაფინანსებთ მარცვლეულის წამოებას, ვაფინანსებთ მრავალწლიან ნარგავობას, შედარებით ნაკლებად ვადინანსებდით მეცხოველეობის განვითარებას. ვფიქრობ, რომ მომავალი პერიოდი უფრო ინტენსიურად იქნება მეცხოველეობის განითარებაზე ორიენტირებული. იქნება ახალი პროგრამები და დაფინანსება“ - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მაოდგილე გელა ხანიშვილი.

სამინისტროში აცხადებენ რომ ეტაპობრივად, პროგრამები ღირებულებათა მთელ ჯაჭვს მოიცავს. შესაბამისი პრიორიტეტები სამინისტროს 2030 წლის სამოქმედო გეგმაშია გაწერილი.

Businesspartner