სოფლის მეურნეობა
22/07/2021

"თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა ყველის წარმოების დაწყება გადადო

კომპანია „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა ყველის წარმოების დაწყება გადადო. მიზეზი პანდემია და ამის გამო საინვესტიციოდ არამიმზიდველი გარემოა.

როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტის განხორციელება უკვე არსებული ფერმა „მწვანე რანჩოს“ ფარგლებში გეგმავს, რომელიც ბიზნესმენმა 2014 წელს ააშენა და მასში 900 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

რამაზაშვილის ინფორმაციით, კომპანიას მოუწია საქონლის გაყიდვა, შესაბამისად, მცირე წარმადობის ფარგლებში ყველის წარმოება ვერ მოხერხდება.

„ახლა ვაპირებთ უცხოეთიდან ძროხების ახალი პარტიის შემოყვანას, რომელიც სავარაუდოდ კარგ შედეგს მოგვცემს.  შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროექტი და იდეა ჯერ კიდევ ცოცხალია, განხორციელდება, თუმცა, მოგვიანებით. პანდემიამაც თავისი როლი ითამაშა, რადგან ჩვენს მიერ გამოშვებული მაღალი ხარისხის ყველის რეალიზება ვერ მოხდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ის გათვლილი იქნება HoReCa სექტორზე, რომელიც შემქნილ სიტუაციაში ყველაზე ძალიან დაზარალდა. ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და ამიტომ გადავდეთ.

რა იქნება პერსპექტივაში არ ვიცი. ვიდრე უფრო ნათელი არ გხდება სიტუაცია, პროგნოზირებადი არ აგხდება მომავალი, გამიჭრდება რაიმე ინვესტირების გაკეთება,“ - აცხადებს რამაზაშვილი.

ამ დროისთვის ფერმაში 30-მდე მეხორცული ჯიშის  ძროხაა.

 

 

Businesspartner