სოფლის მეურნეობა
14/04/2022

თესლი და სარგავი მასალა 2024 წლიდან სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. 

"სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებელს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ პარლამენტში, სადაც მას "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. 

Businesspartner