სოფლის მეურნეობა
08/11/2022

თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაიწყო.

სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა შალამბერიძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდება.

"პირველ ეტაპია პროგრამაში ფერმერების ჩართვა. პროგრამაში  რეგისტრაცია 7 ნოემბერს დაიწყო  და 2023 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება. მეორე ეტაპზე, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე დაიწყება, ფერმერებს აგრობარათებზე კუთვნილი დახმარება ჩაერიცხებათ",-აღნიშნა ლაშა შალამბერიძემ. 

თხილის წარმოების ხელშეწყობის   სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 - 3 ჰექტარი თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას. დახმარება ქულების სახით გაიცემა და ფერმერებს აგრობარათზე დაირიცხებათ.

3 ჰექტრის ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს. 

 

Businesspartner