სოფლის მეურნეობა
17/06/2022

ტყიბულში მოყვანილი ჩაი ექსპორტზე საფრანგეთსა და ნიდერლანდებში გავა

ტყიბულში მოყვანილი ჩაი "ბუეთი" ექსპორტზე საფრანგეთისა და ნიდერლანდების ბაზარზე გავა, - კომპანია "ორკიბამ" გერმანულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

"ოკრიბა" მაღალი ხარისხის სერტიფიცირებულ ჩაის აწარმოებს როგორც დასაყენებელს ასევე პაკეტებში, შესაფუთად კი ბიოდეგრადირებად მასალას იყენებს. ჩაის წლიური მოსავალი 14 ტონამდეა.

კომპანიამ პროექტ „გრეტას“ ფარგლებში ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით უკვე ჩირის წარმოებაც დაიწყო. ამ დროისთვის კომპანია ვაშლის, ქლიავის, მსხლის ადა დასავლეთ საქართველოში მოყვანილი სხვა ხილის ჩირს აწარმოებს.

Businesspartner