სოფლის მეურნეობა
02/07/2020

წელს ქვეყანაში 150 ათასი ტონა ხორბლის მოსავალს ელიან

წელს ქვეყანაში ხორბლის საპროგნოზო მაჩვენებელი 150 ათასი ტონაა, ქერის 70-80 ათასი ტონა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ხორბლის ნათესი ფართობები 50 ათასი ჰექტარია, ქერის კი - 27 ათასი ჰექტარი.

ამ დროისთვის ხორბლის აღების პროცესი, რომელიც 15 ივნისიდან დაიწყო, აქტიურ ფაზაშია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მოსავლის აღება-დაბინავება შეუფერხებლად მიმდინარეობს, თუმცა კლიმატურმა პირობებმა წელს, წინა წელთან შედარებით, მოსავალი შეამცირა. რაც შეეხება ფასებს, ლევან დავითაშვილის თქმით, ქერის ფასი 65 თეთრია, ხორბლის - 60 თეთრზე მეტი. რაც მინისტრის განმარტებით, ყველაზე მაღალი ფასია, რაც წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. "შესაბამისად, წელს ფერმერებისთვის ეკონომიკურად საინტერესო წელია. ვფიქრობ, სეზონი იქნება წარმატებული, რაც იმის დასტურია, რომ დარგი ვითარდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

Businesspartner