სოფლის მეურნეობა
12/06/2020

ცეზარის სულგუნსა და ყველზე აშშ-ში მაღალი მოთხოვნაა - კომპანიამ ექსპორტი გააორმაგა

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ცეზარი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტს ზრდის. თუ კომპანია აქამდე საშუალოდ ხუთი ტონა პროდუქტის ექსპორტს ახორციელებდა, მიმდინარე თვეში ეს რაოდენობა გაორმაგებულია.

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ „ცეზარს“ გაყიდვები 30%-ით შეუმცირა და ხელი შეუშალა წარმოების გაზრდის გეგმებსაც, თუმცა ახალი პროდუქტების ჩამონათვალი იზრდება.

კომპანია თავის ასორტიმენტს გაწურულ მაწონს დაუმატებს, რომლის სატესტო რეალიზაცია საფირმო მაღაზიაში უკვე დაწყებულია, ქსელში კი, მომავალი კვირიდან გამოჩნდება.

კომპანია სექტემბრიდან ბაზარზე არაჟანსაც გამოიტანს. „ცეზარი“ ხულოსა და წალკაში 2 საწარმოს ფლობს და 40-მდე ადამიანს ასაქმებს.

Businesspartner