სოფლის მეურნეობა
11/11/2020

ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებით გართულებებს არ ველით - გიორგი სურმანიძე

„ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებით რაიმე სახის გართულებებს არ ველით,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განუცხადა.

გიორგი სურმანიძის განმარტებით, თუკი ეპიდსიტუაცია არ დამძიმდება ექსპორტიორებს პროდუქტის რეალიზაციასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.

„ციტრუსს წელს მარკეტინგულადაც მომგებიანი პოზიცია უჭირავს. მოგეხსენებათ, რომ ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს და ვფიქრობთ, რომ ამ მასზე ჩვენს ტრადიციულ ბაზრებზე მოთხოვნა უფრო მაღალი იქნება ვიდრე იყო სხვა წლებში.“-განმარტა გიორგი სურმანიძემ.
მისივე ინფორმაციით, ციტრუსის შესასყიდი მინიმალური ფასი 60-80 თეთრის ფარგლებში იქნება.

„ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან არ იქნება მართებული ვისაუბროთ ფასებზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პირველი შესყიდვები უკვე განხორციელდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მწვანე მანდარინის მინიმალური ფასი 60 თეთრია და ყვითელი მანდარინი ყველაზე ცოტა 80 თეთრად იყიდება. საბოლოო ფასს დაადგენს ბაზარი.“-აღნიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

Businesspartner