სოფლის მეურნეობა
21/07/2020

ვალერი ჩეხერია: უდაბნოში Farm Hotel-ის განვითარების პერსპექტივას ვქმნით

"აჭარა ჯგუფი" ახალი კონცეფციის განვითარებას გეგმავს. საქმე ეხება საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში Farm Hotel-ის პერსპექტივას.

ჯგუფის ხელმძღვანელმა ვალერი ჩეხერიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის ოთხეულში" განაცხადა, რომ კონცეფციაზე ჯგუფი მუშაობს.

"ყველა ადამიანს აქვს სურვილი ერთი დღით იყოს ფერმერი, დაკრიფოს ხილი, თუმცა ამავდროულად დაისვენოს. ჩვენ ამის შესაძლებლობას შევქმნით უდაბნოში, სადაც გვაქვს ნუშის ბაღები, კამეჩისა და თხების ფერმები, გვყავს ცხენები, ასევე მოგვყავს ყველა სახეობის კენკრა, ხეხილის და ბოსტნეულის ბაღები, ვგეგმავთ ენდემური ჯიშის ვაზის განვითარებას... აქ იქნება ფერმერული ატრაქცია. გვექნება შესაძლებლობა მომხმარებელს კონცეფცია "ფერმიდან მაგიდამდე" შევტავაზოთ", - განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

ჯგუფს ნუშის ბაღები საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში 5000 ჰა-ზე აქვს გაშენებული. პირველ მოსავალს აჭარა ჯგუფი მომავალი წლიდან პირველ ეტაპზე გაშენებულ 600-ჰა-ზე მიწის ნაკვეთზე მიიღებს, 3 წლის შემდეგ კი უკვე სრული მოსავლის მიღების შესაძლებლობა ექნება. ამავდროულად ჯგუფი ნუშის გადამუშების გეგმაც აქვს, უკვე მომავალი წლიდან ნუშის რძის, პუდრისა და ფქვილის წარმოებას დაიწყებს.

 

 

ფოტო: hrhub.ge

Businesspartner