სოფლის მეურნეობა
09/08/2021

ვაშლის მოსავლის აღება იწყება - მზადება სუბსიდირებისთვის

ვაშლის მოსავლის აღება ერთ თვეში იწყება. მთავრობამ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა უკვე დაანონსა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა შიდა ქართლში ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გადამმუშავებელი საწარმოები მზადყოფნაში არიან.

"ყველა საწარმო გამართულია; წელს ვაშლის მოსავალი  მცირეა. ვფიქრობთ, იმ სქემით, რომლითაც არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება მოხდება, კმაყოფილი იქნებიან როგორც ფერმერები, ისე გადამმუშავებელი სექტორი”, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, ვალერიან მჭედლიძის განცხადებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი აქტიურად ემზადება ვაშლის მოსავლის აღებისთვის.

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება, რომლის  მიზანია, დაუბინავებელი არ დარჩეს პროდუქტი და  ფერმერებმა შემოსავალი მიიღონ.

Businesspartner