სოფლის მეურნეობა
25/08/2021

ვენახის საკადასტრო ამონაწერი 27 000-მდე ფერმერს მიღებული

2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ვენახის საკადასტრო ამონაწერი ამ დროისთვის 27 000-მდე მევენახე ფერმერს აქვს მიღებული.

ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ამონაწერის აღება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ჯამში 100-მდე ლოკაციაზე მიმდინარეობს. მევენახე სარეგისტრაციო უბნებზე წარადგენს მხოლოდ პირადობის მოწმობას, საკადასტრო ამონაწერის მიღება კი უფასოა.

ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა.

Businesspartner