სოფლის მეურნეობა
29/10/2021

ჟოლოს გემრიელობები: ქართულ ჟოლოზე მოთხოვნა გაათმაგებულია

სოფელ კოდაში არსებული მეურნეობა "ჟოლოს გემრიელობების" დამფუძნებელი “ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ პანდემიის დროს ჟოლოზე მოთხოვნა გაათმაგდა.

მეურნეობის გაფართოების შემდეგ მიღებული პირველი მოსავალი ძალიან კარგია და ნამდვილად გაამართლა მოლოდინი, პროდუქცია არ გაფუჭებულა და პირიქით, შეიძლება ითქვას ვერც ვაკმაყოფილებთ მოთხოვნას და უამრავი მომხმარებელი გვყავს მოლოდინის რეჟიმში. მუდმივად გვაქვს შეკვეთები და ჯერ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

ჩვენი მომხმარებლები არიან ის ადამიანები, ვინც ნატურალურ და ბიო პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ვაწარმოებთ ეკოლოგიურად სუფთა, უშხამქიმიკატო ჟოლოს და მომხმარებელს ვთავაზობთ ჯანსაღ პროდუქტს, რომელიც გამოირჩევა როგორც ვიზუალური, ასევე გემოვნური თვისებებით. ხშირად ყიდულობენ წვენის, კომპოტოს ან ჯემების დასამზადებლად, ასევე საკონდიტრო ნაწარმისთვის.–“აღნიშნავს, ინგა ბერუაშვილი.

ამ ეტაპზე, "ჟოლოს გემრიელობების" რეალიზაცია ძირითადად ქვემო ქართლსა და თბილისში ხდება. რაც შეეხება ფასებს, ივნისიდან 8 ლარით დაიწყო 1 კილოგრამი ჟოლოს ფასი და ნოემბრამდე 14 ლარამდე აიწევს.

"რადგან გაფართოების შემდეგ პირველი მოსავალია, ჟილოს მაქსიმალური რაოდენობა ვერ მივიღეთ, თუმცა მომავალ წელს ბევრად მეტს ველოდებით. ასევე, არ გამოვრიცხავთ მაღაზიებშიც შევიტანოთ ჟოლო. ამასთან, სადისტრიბუციო ქსელში ვართ გაწევრიანებული და როდესაც საკმარისი რაოდენობის ჟოლოს მოვიყვანთ, ჩვენც გვექნება საშუალება სხვა კენკრასთან ერთად ჩვენი ჟოლოც გავიდეს ექსპორტზე.“–აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ პროექტ "დანერგე მომავალის" ფარგლებში, სოფელ კოდაში არსებულმა მეურნეობამ "ჟოლოს გემრიელობები" 18 000 ლარამდე დაფინასება მოიპოვა და მეურნეობა 0.5 ჰექტარზე გააფართოვა. ახლა ჟოლო ჯამში 6 000 კვ.მ ფართობზეა გაშენებული.

 

Businesspartner