სტარტაპი
27/05/2021

15 ქართული სტარტაპი ინვესტიციების მოსაზიდად საერთაშორისო ინვესტორებს შეხვდება

15 ქართული სტარტაპი ინვესტიციების მოსაზიდად დღეს საერთაშორისო ინვესტორებს ხვდება. პრეზენტაციები გლობალური სტარტაპ ფონდის რიგით მე-3 ღონისძიებაზე მოეწყობა.

Angel ინვესტორები ისრაელის სილიკონ ველიდან, სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან, ადგილობრივი ინვესტორები, სპიკერები და ვებინარები მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (MIT), პარტნიორობა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან - BTU-ში დაფუძნებული გლობალური სტარტაპ ფონდი მასშტაბებს აფართოებს და შერჩეულ 15 სტარტაპს საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციის და Angel ინვესტორებთან პარტნიორობის შესაძლებლობას აძლევს. 

გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით BTU-ში დაფუძნდა.

ფონდში პირველი მსხვილი დაფინანსება GITA-სთან პარტნიორობით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში 2019 წელს განახორციელა. 2021 წლისდან MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას, სტარტაპს და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, რომელიც ერთერთი უმსხვილესი სტარტაპ ეკოსისტემაა მსოფლიოში. გლობალური სტარტაპ ფონდის პარტნიორმა, თიბისი სტარტაპერმა ახალი სტარტაპ საინვესტიციო პროდუქტი შექმნა, რომელიც აგრეთვე ხდება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები