სტარტაპი
13/08/2020

აბრეშუმის შარფები ინდივიდუალური პასპორტით - სტარტაპი "თუთა" ექსპორტზე გასასვლელად ემზადება

სტარტაპი "თუთა" 100%-ით ნატურალური აბრეშუმის ნაწარმის რეალიზაციას იწყებს.

"თუთა" „სტარტაპ საქართველოს“ ერთ-ერთი გამარჯვებულია, რომელიც მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებულ აბრეშუმის ნაწარმს სთავაზობს. ამ მიმართულებით „თუთა“ სამხრეთ კავკასიაში პირველი ბიზნესია. ნამუშვევრები ლიმიტირებულია და თითოეულ მათგანს ინდივიდუალური პასპორტი აქვს. 

ბაზარზე აბრეშუმის შარფების ფასი 90-დან 360 ლარამდე მერყეობს. პროექტში  კი, ამ ეტაპზე 4 ქართველი მხატვარია ჩართული.

ადგილობრივი ბაზარზე თავის დამკვიდრებასთან ერთად, თუთა  ნაწარმს საექსპორტო ბაზრებზე გაიტანს.  პროექტის ავტორების თქმით, პროდუქცია საერთაშორისო ბრენდებისთვის კონკურენციის გასაწევად მზად არის.

"თუთას" ერთ-ერთ დამფუძნებლის მაკა ტაბატაძის თქმით, შარფებისთვის გამოყენებულია მაღალი კლასის აბრეშუმი, არის ხელით დამუშავებული. მისივე თქმით, "თუთა" საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ძვირადღირებულ პროდუქციას ქმნის. "სამხრეთ კავკასიაში აბრეშუმზე არსად იბეჭდება. ამ დროისთვის მოლაპარაკებაგვაქვს რამდენიმე ქვეყანასთან, ერთ-ერთი სომხეთია და ვგეგმავთ პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც", - განმარტავს მაკა ტაბატაძე. 

სტარტაპ საქართველომ აბრეშუმის შარფების ბიზნესი 99000 ლარით დააფინანსა. "პროექტის განხორციელების ფარგლებში შესაძლებელი გახდა 7 ადამიანის დასაქმება და მხატვრებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს შექმნა,“ - განაცხადა სტარტაპ საქართველოს დირექტორმა გიორგი ლომიძემ.

Businesspartner