სტარტაპი
31/03/2021

Ann’s Art-ის ხელნაკეთი დეკორი თანამედროვე ინტერიერისთვის

Ann’s Art-ი მომხმარებლებს თანამედროვე ინტერიერზე მორგებულ ხელნაკეთ დეკორს სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მხატვრობით და დეკორით გატაცება პანდემიასთან ერთად დაიწყო.

„პროფესიით მასწავლებელი ვარ და როდესაც სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლებაზე , ამ დროს ჩემს მოსწავლეებთან ერთად მეც ვასრულებდი სახალისო დავალებებს (ნახატი, აპლიკაცია და ა.შ ), ონლაინ გაკვეთილების დროს ვუზიარებდით ერთამანეთს ჩვენს ნამუშევრებს.

მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოა, რადგან წინასწარ არ იცი შედეგი როგორი იქნება, რთულიცაა და დიდ დროსაც მოითხოვს. ეპოქსიდი არის ნივთიერება, რომელსაც სპეციფიური მუშაობა და გაშრობისთვის რამდენიმე დღე სჭირდება. ვმუშაობთ ყველასთვის, ვინც ზრუნავს სახლის, სილამაზის სალონის, სასტუმროს, კაფე- ბარის, ოფისის თუ ნებისმიერი სხვა დანიშნულების მქონე ობიექტების გალამაზებაზე," – აღნიშნავს, ანა შეყელაშვილი.

Ann’s Art-ი ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებს. ნამუშევრების შეძენა ინსტაგრამ და ფეისფუქ გვერდებითაა შესაძლებელი. სახელოსნო ქუთაისში მდებარეობს, თუმცა მიწოდება საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.

„ფასები შეკვეთის სირთულიდან გამომდინარე ინდივიდუალირია. სამომავლოდ ვგეგმავ სამზარეულოს ნივთების, ავეჯის გაფორმებას, ასევე გამოფენის მოწყობას და სახელოსნოს გაკეთებას. შესაბამისად, ონლაინის გარდა ნამუშევრების შეძენა ადგილზეც იქბება შესაძლებელი," – ამბობს Ann’s Art-ის დამფუძნებელი.

Businesspartner