სტარტაპი
23/03/2022

autoElement: უკრაინაში ოპერირება დროებით შევაჩერეთ, რუსეთის ბაზარს არც განვიხილავთ

autoElement-მა უკრაინაში ოპერირების დროებით შეაჩერა. 

autoElement–ის ოპერაციულმა დირექტორმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, სტარტაპი უკრაინაში, კერძოდ კიევში ახალი შესული იყო, თუმცა უკვე 100–მდე იურიდიული პარტნიორი ყავდა.

"დაგეგმილი გვქონდა და ვიწყებდით აქტიურ პიარ კამპანიას, მაგრამ საომარი მოქმედებების გამო  მუშაობა გართულდა, ვერ ვუკავშირდებოდით მომხმარებლებს და დროებით მოგვიწია შეგვეჩერებინა ეს პროცესები. თუმცა, პირველივე შესაძლებლობისას აქტიურად გავაგრძელებთ უკრაინის ბაზრის ათვისებას. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ მომავალში რუსეთის ბაზარზე შესვლას აღარ განვიხილავთ," –აცხადებს ბიქტორი სალდაძე. 

ქართული სტარტაპი autoElement-ი ამჟამად 5 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აპლიკაციას თითქმის 150 ათასი ავტომფლობელი და 2000-ზე მეტი მაღაზია იყენებს. autoElement ამჟამად 5 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი. კიევში, სადაც 100–მდე იურიდიული პარტნიორი ყავდა, ოპერირების დროებით შეაჩერება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ autoElement–ის მობილური აპლიკაცია ავტომფლობელებსა და მაღაზიებს ერთმანეთთან აკავშირებს. შედეგად, ავტომფლობელი ზოგავს ავტონაწილების ძიების დროს, 7–8 საათიდან 5 წუთამდე. აპლიკაციაში მოთხოვნის გაგზავნით, რამდენიმე წუთში მაღაზიები კონკრეტული პროდუქტის შესახებ შეთავაზებებს უგზავნიან მომხმარებელს, ხოლო ის ირჩევს საუკეთესო ვარიანტს.

Businesspartner