სტარტაპი
03/11/2020

ავთანდილ კასრაძე: 2020 წელი იყო გარღვევა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის

“2020 წელი იყო გარღვევა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის,” - განაცხადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული“.

ავთანდილ კასრაძის განმარტებით, წელს სააგენტომ ისეთი ხელშესახები შედეგების მიღება შეძლო, როგორიც 500 სტარტაპ აქსელერატორის პროგრამის განხორციელებაა.

„მიმდინარე წელი შეიძლება ჩაითვალოს გარღვევად შედეგების თვალსაზრისით. ჩვენ რეალური, ხელშესახები შედეგები სწორედ წელს მივიღეთ. თუმცა ამისთვის წინა წლებში უფრო რთული, მოსამზადებელი სამუშაოები გავატარეთ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ 500 სტარტაპის საქართველოში შემოსვლაზე, რაც აბსოლუტურად სხვა მასშტაბის მოვლენა იყო. რამდენი ფულიც არ უნდა გადაუხადოს მთავრობამ, ასეთი მასშტაბური, მილიარდიანი სტარტაპების დამფინანსებელი აქსელერატორი არც ერთ ქვეყანაში შევა თუ ამ ქვეყნის ეკოსისტემა არ იქნება შესაბამისად მომზადებული,“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე განმარტებით, ორი წლის წინ დაფინანსებულმა ქართულმა სტარტაპებმა უკვე შეძლეს შემდეგ ეტაპზე გადასვლა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა.

როგორც ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ საგრანტო პროგრამების განხორციელება 2018 წლიდან დაიწყო. საუბარია 100 000 ლარიან პროგრამებზე, 2019 წელს კი სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამაც დაემატა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები