სტარტაპი
03/11/2020

ავთანდილ კასრაძე: ინოვაციური სტარტაპების ანაზღაურება საქართველოში გამორჩეულია

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, სტარტაპერების საშუალო ხელფასი 2500 ლარია.

როგორც ავთანდილ კასრაძემ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განაცხადა, პროგრამისტებს, მათ შორის ქართულ სტარტაპებში 8 000 ლარამდე აქვთ ანაზღაურება, რაც საშუალო ხელფასზე ბევრად მაღალია.

„როდესაც სტარტაპებზე ვსაუბრობთ, დასაქმების კომპონენტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ამ მხრივ ინოვაციური სტარტაპების ანაზღაურება ნამდვილად გამორჩეულია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება არის ის ფაქტი, რა ნაწილში უნდა ჩაერიოს სახელმწიფო სტარტაპის განვითარებაში. ჩვენ სტარტაპს როცა ვაფინანსებთ, ვაფინანსებთ ისეთ ეტაპზე, რომელზეც არცერთ ქვეყანაში ბიზნესი მასში ფულს არ ჩადებს. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო სტარტაპს ამზადებს ინვესტორისთვის. ასეთია მსოფლიო პრაქტიკა. როგორც კი კერძო კომპანია შემოდის სახელმწიფო ჩერდება,“ - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

Businesspartner