სტარტაპი
19/08/2020

"ელექსირი" საერთაშორისო მასშტაბით დაცული სავაჭრო ნიშანი გახდა

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე ინტელუქტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ WIPO „ელექსირის“ სავაჭრო ნიშანი და მისი ქართული კომპანიის კუთვნილება დაადასტურა.

„ელექსირისთვის“ გამოცემული სპეციალური სერტიფიკატით ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურომ დაარეგისტრირა „ელექსირის“ ლოგოტიპი, დასახელება დადგენილი ფერებით სავაჭრო ნიშნად ისეთ სექტორებში როგორიცაა, ქიმიური პროდუქტების წარმოება ინდუსტრიული და სამეცნიერო მიზნებისთვის, ფარმაცევტული, ვეტერინარული, სანიტარული, ფუნგიციდური და სადეზინფექციო საშუალებების ინდუსტრია და სხვა. მომხმარებლის ინტერესებისა და ბრენდის ამოცნობის მიზნით, სხვა მწარმოებლის მიერ მისი გამოყენება შეზღუდა, თუ საკუთრივ „ელექსირი“ არ გამოხატავს თანხმობას,“ – განმარტავენ კომპანია „ელექსირში“.

WIPO 1967 წელს შეიქმნა, რომელიც 193 ქვეყანას აერთიანებს. მსოფლიოს მასშტაბით ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და გაძლიერებისთვის 26 საერთაშორისო ხელშეკრულებისა და კონვენციის შესრულებას უწევს ზედამხედველობას.

საქართველოში „ელექსირის“ სავაჭრო ნიშანი, 2018 წლიდან, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიერ, სამრეწველო საკუთრების რეესტრშია რეგისტრირებული. მისი უნიკალური დიზაინი და ლოგოტიპი დაცულია საქართველოს კანონის შესაბამისად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ.

„ელექსირი“ უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, ერთ-ერთი წარმატებული სტარტაპია. ამ წარმატების ფორმულაა  მუდმივი კვლევა-ძიება, სასერტიფიკაციო პროგრამებში მონაწილეობის მიღება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და საწარმოში დასაქმებულთა რეგულარული გადამზადება. ელექსირისთვის, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე თავის დასამკვიდრებლად მუდმივად ახორციელებს ძალისხმევას, WIPO-ს გადაწყვეტილება ბრენდის საერთაშორისო დაცულობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ", – აცხადებს „ელექსირის“ წარმომადგენელი.

Businesspartner