სტარტაპი
07/09/2020

GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში საერთაშორისო კომპანია Sweeft Digital-ი ერთვება

საერთაშორისო IT კომპანია Sweeft Digital-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობას იწყებს და სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში ერთვება.

კომპანია Sweeft Digital-ი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეხუთე რაუნდის გამარჯვებულ სტარტაპებში, ინდივიდუალური შერჩევის პრინციპით, პარტნიორობის სანაცვლოდ -  IT ტექნოლოგიების მიმართულებით საჭირო სერვისის საფასურის თანაინვესტირებას მოახდენს.

Sweeft Digital-ის პროექტი „ერთად წარმატებისკენ“  ინვესტირების უნიკალური რესურსია, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს საგრანტო კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებს, სანდო ბიზნესპარტნიორთან ერთად გაუმარტივოს  სტარტაპ იდეების რეალურ პროდუქტად გარდაქმნის პროცესი.

Sweeft Digital-ისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო პოტენციალის მქონე, ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერცალიზაციის გზით ინოვაციებისა და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

კომპანია Sweeft Digital-ი საქართველოს ბაზარზე 2018 წელს შემოვიდა და წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდთან, IT მიმართულებით: აპლიკაციების დამზადება, ვებ-დეველოპმენტი, დიდი კომპანიების ავტომატიზაციის პროგრამებით და საკუთარი პროფესიონალი კადრით (პროგრამისტებით, დიზაინერებით, ანალიტიკოსებით და ა.შ.)  უზრუნველყოფა. აღნიშნული რესურსებით კომპანია ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები