სტარტაპი
20/10/2020

გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა - პროექტი 2,4 მლნ-ით EIB-იმ დააფინანსა

გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა, ბიუჯეტი 2.4 მლნ ლარზე მეტია.

აშენდა ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები და სამუშაო სივრცე. ასევე, მოეწყო ღია ტერასა სხვადასხვა აქტივობისთვის და მოხდა ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები. 

ინოვაციების ცენტრების ფუნქციებია: სივრცე ტრენინგებისთვის და ვორქშოფებისთვის, საერთო სამუშაო სივრცე, სივრცე პრეზენტაციებისთვის.

მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონული ინოვაციების ცენტრს კასპშიც აშენებს. მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.

 

Businesspartner