სტარტაპი
15/10/2020

გზა სილიკონის ველისკენ - 500 Startups-ის 2 გამარჯვებული სტარტაპი დღეს გამოვლინდება

500 Startups-ი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს ბანკი პროგრამის "დემო დღეს“ უმასპინძლებენ.

ღონისძიებას, რომელიც დღეს "ბიოლიში" 19:30 საათზე გაიმართება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე გახსნიან.

დემო დღეზე გამოვლინდება 500 Startups-ის ორი გამარჯვებული სტარტაპი, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე სილიკონის ველიზე (Silicon Valley) გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

 

Businesspartner