სტარტაპი
30/09/2020

JOBIA Profit - სტარტაპი სამუშაოს მაძიებელთათვის GITA-ს გამარჯვებულია

არჩილ ძიძიგურის სტარტაპი JOBIA Profit-ი GITA-ს თანადაფინანსების პროგრამის გამარჯვებულებს შორისაა. JOBIA Profit-ი ინოვაციური მობილური და ვებ-აპლიკაციაა სამუშაოს მაძიებლებისა და დამსაქმებლებისთვის.

არჩილ ძიძიგური ამბობს, რომ აპლიკაციის მიზანია დამსაქმებელსა და დასაქმების მსურველთა ურთიერთობის გამარტივება.

„ვაკანსიებთან ერთად გვაქვს დასაქმების მსურველთა ბაზა, რომლებსაც გავლილი აქვთ კითხვები და ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ შეტყობონებებს შესაფერის ვაკანსიებთან დაკავშირებით. ეს ხდება პიროვნული კითხვარების შედგენის საფუძველზე, რომელიც სხვადასხვა თვისებისა და უნარის დადგენას ემსახურება. განათლება, გამოცდილება, პიროვნული უნარ-ჩვებები, საქმიანი თვისებები და ა.შ.

როდესაც კონკრეტული ვაკანსია ცხადდება, ირჩევა შესაბამისი კანდიდატი ამ პოზიციისთვის, რომელიც მაგალითად 90%–ით შეესაბამება ვაკანტურ ადგილს,“ – აღნიშნავს JOBIA Profit-ის დამფუძნებელი.

მიღებული გრანტით სტარტაპის განვითარება და 1 თვეში სატესტო რეჟიმში გაშვებაა დაგეგმილი.

 

 

Businesspartner