სტარტაპი
27/12/2020

ქართული სტარტაპი Qeto-ს მინერალური ქვებით შექმნილი სამკაულები

Qeto ქართული სტარტაპია, რომელიც სამკაულებს მინერალურ ქვებით ქმნის. ბრენდის აქსესუარები ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული და ხშირ შემთხვევაში ექსკლუზიურად მზადდება. უმეტესად ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით შერჩეული ქვებით.

„ვფიქრობ, რომ მინერალური ქვების მაგიური თვისებები სამკაულს დიდ დატვირთვას სძენს და მათ ტარებას ორმაგად სასიამოვნოს ხდის. თუმცა მომავალში არ გამოვრიცხავ სხვა მიმართულებების დამატებასაც. აქსესუარები ინტერნეტით, ძირითადად ფეისბუქ გვერდის დახმარებით იყიდება. გეგმები გვაქვს, რომელსაც სიურპრიზად დავტოვებ. ვფიქრობ, საახალწლოდ ფასდაკლებებს და აქციებს შევთავაზებთ მომხმარებლებს,“ – აღნიშნავს დიზაინერი ქეთი ბარნაბიშვილი.

მისი თქმით, კომპანია კორპორატიულ შეკვეთებსაც იღებს. იმის გამო, რომ სამკაულები პანდემიამდეც ონლაინ იყიდებოდა, კორონავისუსს ბიზნესზე გავლენა არ ჰქონია და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები