სტარტაპი
21/09/2020

ქართულმა ბრაუზერმა STACK-ი $850 000-ის ინვესტიცია მოიზიდა

პირველმა ქართულმა ბრაუზერმა STACK-ი $850 000-ის ინვესტიცია მოიზიდა. ვენჩერული კაპიტალი ჭკვიან ბრაუზერს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

„საუკეთესო მარკეტერების და პროგრამისტების აყვანას ვგეგმავთ. ახლა უფრო ზუსტად ვიცით, მოხმარებლებამდე მისასვლელად როგორი სტრატეგია გვჭირდება და სამიზნე სეგმენტიც უფრო მკაფიოდ არის განსაზღვრულია. ამბიციური გეგმები გვაქვს. ჩვენი პროდუქტი ამჟამად ბრაუზერია, მაგრამ რამდენიმე წლის პერსპექტივაში ის ყველა მომხმარებლისთვის სანატრელ ოპერაციულ სისტემად ჩამოყალიბდება,“ - აცხადებს Stack-ის თანადამფუძნებელი, გიორგი ლალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სტარტაპი 500 Georgia-ს ტოპ ხუთეულშია. პროექტი რეგიონის მასშტაბით ხორციელდება და აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში ნიჭიერი ანტერპრენერების აღმოჩენასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას ემსახურება

Businesspartner

მთავარი სიახლეები