სტარტაპი
22/09/2020

Kawalsky Accessories-ი სახელოსნოს გაკეთებას და ახალი მიმართულებების დამატებას გეგმავს

პანდემიის პერიოდში, ხელნაკეთი ჩანთების კომპანია Kawalsky Accessories-ის გაყიდვები 20%-ით შემცირდა, თუმცა ბრენდი განვითარებას არ წყვეტს.

Kawalsky Accessories-ის დამფუძნებელი ქეთი ხარატიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ შემოსავლის შემცირების მიუხედავად, ახალ მოდელებზე მუშაობა არ შეუწყვეტიათ, რამაც ხელი შეუწყო მინიმალური გაყიდვების შენარჩუნებას.

„ვცდილობდით მომხმარებელისთვის სიახლეები შეგვეთავაზებინა და მუდმივად ვმუშაობდით ამაზე. ასევე, გაყიდვების არ გაჩერება დამოკიდებული იყო პროდუქტის ხელმისაწვდომ ფასებსა და ადგილზე მიტანის სერვისზე. დავამატეთ ახალი მიმართულება და ვამზადებთ ხელნაკეთ აქსესუარებს ნატურალური ქვებით", – აღნიშნავს ქეთი ხარატიშვილი.

Kawalsky Accessories-ის წარმომადგენლის თქმით, პანდემიის პერიოდში, იყო საკმაოდ დიდი პრობლემები  ქვეყანაში მასალის შემოსვლისა და შემდეგ ადგილზე ყიდვის თვალსაზრისით.

„ვაპირებთ გაფართოებას, საკუთარი სახელოსნოს გაკეთებას და ახალი მიმართულებების დამატებას. არასტაბილური სიტუაციის გამო, შემოთვაზებების მიუხედავად, რომელიმე კომპანიასთან კოლაბორაციისგან თავს ვიკავებთ, თუმცა მომავალში საინტერესო პროექტებს შევთავაზებთ მომხმარებლებს,“– ამბობს Kawalsky accessories–ის დამფუძნებელი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები