სტარტაპი
22/10/2021

მონაცემთა დამუშავება ხელოვნური ინტელექტით - Point Universal-მა UG ფონდისგან ₾15 000-ის ინვესტიცია მოიზიდა

Point Universal-მა ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. UG Startup Factory-ს მეშვიდე აქსელერაციის პროგრამაში სტარტაპში 15 000 ლარის ინვესტირება საქართველოს უნივერსიტეტის ფონდმა მოახდინა. 

Point Universal-ი მომხმარებლების სენტიმენტების მართვის სისტემაა. ამ ეტაპზე სტარტაპი პროტოტიპის MVP შექმნაზე მუშაობს. Point Universal-ის დამფუძნებელი ზვიად ჯეირანაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ აქსელერაციის პროგრამა ბიზნესის კუთხით სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში დაეხმარა.

"პროექტზე მუშაობა ხელოვნური ინტელექტით მონაცემების დამუშავების მიმართულებით არსებული მკაფიო უპირატესობიდან გამომდინარე გადავწყვიტე. მივხვდი, რომ ეს არის მომავლის ტექნოლოგია და ერთადერთი რაც დღევანდელ რეალობას და ამ ტექნოლოგიის ყოველდღიურ უტილიზაციას შორის დგას არის მხოლოდ დრო.

აქსელერაციის პროგრამა დამეხმარა ბიზნესის კუთხით სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში, სწორი კითხვების დასმაში და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაში. ამ ეტაპზე მზადდება პროტოტიპი, MVP, რომლითაც გვსურს რაც შეიძლება მალე მოვიზიდოთ პირველი მომხმარებლები. ვფიქრობ, სხვა სტარტაპებისგან გამოვირჩევით დინამიურიობით და მოქნილობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ფართო განვითარების არეალი გვაქვს. გუნდი არის და იქნება დაკომპლექტებული მხოლოდ იმ ინდივიდუალებით ვისაც სჯერა პროდუქტის და შეუძლია გამოგვყვეს ლონგრანში. მზად ვართ რისკების აღებისთვის და მოკლევადიანი რყევებისთვისაც, ვფიქრობ სწორედ ეს არის მთავარი სიძლიერე. ახლო მომავალში გვსურს ბერლინის სტარტაპ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, გამომდინარე იქიდან რომ ბერლინი ამ მიმართულებით ევროპაში მთავარი ჰაბია და სწორედ ამიტომ გავაკეთეთ რელოკაცია ამ ქალაქში და აქედან ვაგრძელებთ ოპერირებას,“ - განმარტავს ზვიად ჯეირანაშვილი.

 

Businesspartner