სტარტაპი
10/05/2022

OMOFOX-მა Pre-Seed რაუნდზე $700,000–ის ინვესტიცია მოიზიდა

სტარტაპმა OMOFOX-მა Pre-Seed რაუნდზე $700,000–ის ინვესტიცია მოიზიდა– ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. 

ინვესტორი Presto Ventures–ია, რომელიც ევროპული ვენჩურული კაპიტალის ფონდია და ასევე, ანგელოზი ინვესტორებისა და სტარტაპ დამფუძნებლების ქსელი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, თანხები მოხმარდება დასავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში ზრდას, ასევე პროდუქტის შემდგომ განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ ქართული სტარტაპი OMOFOX–ი მსხვილი ტვირთების გადაზიდვას ამარტივებს. OMOFOX-ს აქვს SaaS გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოებისა და საცალო ვაჭრობის ორგანიზაციებს ავტომატიზირება გაუწიონ ლოგისტიკურ ოპერაციებს სატრანსპორტო გადაზიდვების მოპოვების, დაგეგმვისა და მონიტორინგის გზით.

 

Businesspartner