სტარტაპი
26/10/2020

ოთახი - სტარტაპების მხარდასაჭერად ციფრული მაღაზია შეიქმნა

ქართველი მეწარმეების მხარდასაჭერად სტარტაპერებმა ციფრული მაღაზია შექმნეს.

ახალი პლატფორმაზე “ოთახი” დღეისათვის 40-მდე მცირე მეწარმის პროდუქციაა განთავსებული.

კომპანიის თანადამფუძნებლების განმარტებით, მათი მიზანი საქართველოში დამზადებული პროდუქტების პოპულარიზაცია და მათი საერთაშორისო ბაზრებზე გატანაა.

თამუნა სარდლიშვილის თქმით, იდეა გაჩნდა პანდემიის დროს მაშინ როდესაც განსაკუთრებით გაუჭირდა ქართულ ბიზნესს და ელკომერციის კიდევ უფრო მაღალი საჭიროება გამოიკვეთა. "სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ქართული ციფრული მაღაზია და ქართველ სტარტაპერებს დავხმარებოდით პროდუქციის რეალიზაციაში. ჩვენი მიზანია ექსპორტზე გავიტანოთ და ქართველი დიზაინერებისა და ოსტატების პროდუქციის უცხოეთში რეალიზაციაში ხელშეწყობა," - აცხადებს სარდლიშვილი.

ამ ეტაპზე პროდუქციის შეძენა მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, თუმცა სტარტაპი საიტის მოდერნიზებაზე აქტიურად მუშაობს. პროცესის დასრულების შემდეგ პროდუქტების შეძენა და ტრანსპორტირება საზღვრებს გარეთაც იქნება შესაძლებელი.

Businesspartner