სტარტაპი
15/03/2021

Phubber-მა WhatsApp-ის თანადამფუძნებელისგან $300 000 მოიზიდა

WhatsApp-ის წამყვანი დეველოპერისა და მეწილის  იუჟინ ფუკსმანის ოჯახი ქართულ სტარტაპში 300 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. Phubber ენჯელ ინვესტორისგან უკვე მეორედ იღებს დაფინანსებას.

სტარტაპერების განმარტებით, ინვესტორის მხრიდან სტარტაპის განვითარებაში ჩართულობის გაძლიერება იმ მიღწევებმა განაპირობა, რაც Phubber-ს 2020 წელს ჰქონდა.

სტარტაპის მთავარი დეველოპერი და მეწილე გიორგი ჩუგოშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ Phubber-მა 2020 წელი წარმატებით დახურა და პანდემიის მიუხედავად, კომპანია 4-ჯერ გაიზარდა. ახლა კი მოზიდული ინვესტიციით სტარტაპი ტექნოლოგიურ განვითარებას გეგმავს. დაახლოებით ერთ თვეში Phubber-ი პროექტის გლობალიზების ახალ ეტაპზე გადადის. აპრილიდან მოხმარებაში „ფაბერი უკრაინა“ ჩაეშვება.

შეგახსენებთ, Phubber-ი 2019 წელს ამოქმედდა  და დღეს, საქართველოში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა.

Businesspartner