სტარტაპი
18/11/2020

რას გთავაზობთ პროდუქტიულობის გაუმჯობესებისთვის სტარტაპი "უფრო"

„უფრო“- ახალი სტარტაპია, რომელიც პანდემიის პერიოდში დაიგეგმა, მომზადდა, შემოწმდა და გაეშვა.

ლაშა ცაგარეიშვილის თქმით, პროექტის მიზანია საქმისა და კარიერის განვითარებისთვის მომუშავე ადამიანების პროდუქტიულობის გაუმჯობესება. ამისათვის კი, “უფრო” გვთავაზობს პროდუქტს, რომელიც ანთებს კრეატიულობას, ზრდის ენდორფინებს და გვაძლევს ენერგიას საქმის უკეთ შესრულებისთვის. მომხმრებლები  ჩირისა და თხილეულის მიქსის, რეკომენდირებული პორციების შეკვეთას Wolt-ის საშუალებით შეძლებენ.

უფრო-Energy, უფრო-Power, უფრო-Sexy - პროდუქტების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ, უფრო ბლოგზე - uphro.ge. პორციებში შედის - ქლიავის ჩირი, გარგარის ჩირი, ვაშლის ჩირი, ფინიკის ჩირი, ქიშმიში, კაკალი, თხილი, მიწის თხილი (უმარილო, ცოცხალი) ნუში და გოგრის თესლი (გარჩეული, ცოცხალი), მისი შეკვეთა, მიმდინარე ეტაპისათვის, Wolt აპლიკაციით არის შეაძლებელი.

“ექიმებს, ფარმაცევტებს, მედდებს, დამლაგებლებს, კურიერებს, ბანკის თანამშრომლებს, სუპერმარკეტის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, მებაჟეებს - დღეს თამამად შეგვიძლია მათ გმირები ვუწოდოთ და ამაში არავინ შემოგვედავება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს IT ინდუსტრია. ასევე გმირობის ტოლფასია და აუცილებლად დასაფასებელია იმ IT სპეციალისტების წარმოუდგენლად დიდი სამუშაო, რის შედეგადაც, ასე “უცებ გადავჯექით” დისტანციურ რეჟიმზე. აღნიშნული პროფესიები მოიცავს 100%-იან საეკრანო დროს, იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პროდუქტით, რომელიც პირველ რიგში უზრუნველყოფს იმუნიტეტის უფრო გაძლიერებას, დავეხმარებით ყველას, ვინც საკუთარ მიზნებს მისდევს, პერსონალურ მისიებს ასრულებს და ამისთვის მას გამხნევება, გაძლიერება, კარგი ჯანმრთელობა და კარგი განწყობა სჭირდება. ამასთან, მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ, საქართველოს გაციფრულებაში.”– აღნიშნავს „უფროს“ დამფუძნებელი ლაშა ცაგარეიშვილი.

 

 

Businesspartner