სტარტაპი
24/09/2020

"რიდემ“ ტოპი ჰუდების ახალი კოლექცია შექმნა

პანდემიის მიუხედავად, „რიდე“ ახალ მიმართულებას ამატებს და მომხმარებელს ყელსახვევების გარდა უკვე ჰუდებსაც სთავაზობს. ბრენდის უნიკალურობას ნახატები განაპირობებს, რომელიც კომპანიის დამფუძნებელს, მხატვარ კესო გველესიანს ეკუთვნის.

„გვინდოდა ისეთი დიზაინი, რომელიც ჯერ ბაზარზე არ იყო გაყიდვაში. ასე შეიქმნა არასტანდარტული ტოპი ჰუდები ფერადი პრინტებით მხოლოდ ქუდებზე, რომლიც ტანს არ ფარავს და შესაძლებელი ნებისმიერ სამოსზე მორგება. ნახატებს ჩვენი ბრენდის გარდა არსად შეხვდებით. პერიოდულად ვამატებთ ახალ დიზაინს, გვაქვს ფერთა გამის დიდი არჩევანი, ყველა პროდუქცია განსხვავდება ერთმანეთისგან და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი კომპოზიცია, ასევე გვაქვს ბავშვების ხაზიც. ამ ეტაპზე გაყიდვაშია 25-მდე სხვადასხვა მოდელი. დიდ ყირადღებას ვაქცევთ დეტალებს ამიტომ შეფუთვის დიზაინზეც ბევრს ვმუშაობთ,“ – აღნიშნავს "ბიზნესპარტნიორთან" კესო გველესიანი.

ბრენდის წარმომადგენლის თქმით, სიახლეებზე მუშაობა გრძელდება და  სხვადასხვა ხაზის დამატებაა დაგეგმილი, მათ შორის დიდი მოთხოვნაა მამაკაცის ხაზზე. ამ ეტაპზე, „რიდე“ ჩართულია ერთ-ერთ პროექტში, რომლის პრეზენტაციაც მალე გაიმართება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები