სტარტაპი
10/11/2022

Stack ე.წ. WEB3.0 სივრცეშიც შედის და მომხმარებელს NFT-ის კოლექციას სთავაზობს

პირველი ქართული ბრაუზერის - სთექის ახალი სიტყვა ინტერნეტ სივრცეში: Stack ე.წ. WEB3.0 სივრცეშიც შედის და მომხმარებელს NFT-ის კოლექციას სთავაზობს.

NFT არის ვირტუალურ სამყაროში ნებისმიერ ტიპის აქტივის ფლობის და ვერიფიკაციის უნიკალურ შესაძლებლობა. სთექი კი NFT-ის პრემიუმ ლიცენზიის გაყიდვისთვის იყენებს, რაც ასევე ინოვაციაა კრიპტო და WEB3 სივრცეში. კოლექცია შედგება 4242 უნიკალური ხომალდისგან, რომელიც მფლობეს დესკტოპზე კურსორადაც შეუძლია დააყენოს.

„გარდა ამისა, სთექმა რამდენიმე თვის წინ შეიმუშავა ახლი ტექნოლოგია ინტერნეტ ბრაუზერის შესაქმნელად და ახლახან მისი გამოყენებით ახალი პროდუქტი გამოუშვა: Stack NEXT პირველი კოლაბორაციული ბრაუზერია, რომელიც მომხმარებელს რეალურ დროში კოლაბორაციის საშუალებას აძლევს“ - ამბობს სთექის დამფუძნებელი, გიორგი ლალიაშვილი

ახალი ვერსია Product Hunt-ზეც განთავსდა, სადაც დღის განმავლობაში, ყველაზე ინოვაციური პროდუქტების გამოვლენა ხდება ხმის მიცემის გზით. სთექის მხარდაჭერა შესაძლებელია Product Hunt-ზე მათი პროდუქტისთვის ხმის მიცემით.

Businesspartner