სტარტაპი
17/02/2021

სტარტაპების პრე-აქსელერაციის პროგრამა იწყება

Impact Hub Tbilisi, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Entrepreneurship Academy-ს მხარდაჭერით სტარტაპების პრე-აქსელერაციის პროგრამას იწყებს.

პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას.

პრე-აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებსაც ჰყავთ ძლიერი გუნდი, მზად აქვთ პირველადი MVP (პროტოტიპი) ან სულ მცირე ჩამოყალიბებული იდეა და სამოქმედო გეგმა სტარტაპის წამოსაწყებად.

პროგრამაში ჩაერთვება 20-მდე ადგილობრივი სტარტაპი, რომლებიც განაცხადების და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან.

პრე-აქსელერატორი გრძელდება 2 თვეს და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:

1. ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან

2. თემატური სამუშაო სესიები

3. ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები

4. იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (განსაზღვრული საათებით)

5. დემო დღე

პრეაქსელერაციის ფარგლებში სტარტაპები იმუშავებენ შემდეგ თემებზე:

− პროდუქტის განვითარება და მომხმარებლის სეგმენტაცია

− მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები

− ბიზნესმოდელი და ფინანსები

− ფიჩინგი და ფანდრაიზინგი

პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 1 მარტამდე. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე.

Businesspartner