სტარტაპი
16/06/2022

სტარტაპი BSFL Georgia თბილისში მწერის მწარმოებელ და გადამამუშავებელ საწარმოს შექმნის

BSFL Georgia ქართული სტარტაპია, რომლის მიზანიც თბილისში მწერის black soldier fly-ს მაღალტექნოლოგიური მწარმოებელი და გადამამუშავებელი საწარმოს შექმნაა.

საწარმო გლობალური და ლოკალური ბაზრებისთვის მაღალმოთხოვნად პროდუქციას, კერძოდ ცხოველურ პროტეინს, მატლის კვერცხს, ჩიტინის მოლეკულასა და ორგანულ სასუქს აწარმოებს.

კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ვანო ხუტილაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ მათი მიზანი ჯერ საქართველოს, ხოლო გაზაფხულიდან საერთაშორისო ბაზრის მომარაგებაა.

"მწერი (black soldier fly) არის სამხრეთ–ამერიკული ბუზი, რომლსაც გარკვეული პირობების შექმნა სჭირდება, რომ შემდეგ მისი ექსკრემენტები გამოვიყენოთ წარმოებაში, რომელითაც უმაღლესი ხარისხის ორგანული სასუქი გამოდის. მომავალში ვგეგმავთ სხვა სახის მწერის დამატებასაც, რომელიც ადამიანისა და ცხოველის კვებაში გამყენება.

წარმოებული ცხოველური პროტეინი და ორგანული სასუქი გათვლილია შინაური ცხოველებისთვის, ასევე, თევზის, ქათმის, ღორის ქვეწარმავლების და სხვა არსებების გამოსაკვებად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროტეინს უამრავი ადანიანი იღებს მსოფლიოში. შესაბამისად, კონტეინერებული საკვები ხელმისაწვდომი იქნება ყველგან, მათ შორის ზოომაღაზიებშიც. ამ ეტაპზე, ცალკე გვაქვს კიდევ ქათმის ფერმა, სადაც ვიყენებთ სწორედ ამ პროდუქციას."–ამბობს ვანო ხუტილაშვილი.

საწარმო ლილოს დასახლებაში მდებაორეობს, რომელიც 2000 კვ.მ ფართის შენობას და ეზოს მოიცავს. კომპანიის პრიორიტეტი საქართველოს ბაზრის ათვისებაა, რადგან ქვეყანაში  იმპორტირებული ძვალ–ხორცის ფქვილი საფრთხეს ქმნის ადამიანისთვის, კონკრეტულად კი ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს.

ვანო ხუტილაშვილის თქმით, მსგავსი პროდუქტის ყველაზე დიდი მწარმომებელი რუსეთი იყო, თუმცა სანქციების გამო სიტუაცია შეეიცვალა, ამიტომ მსოფლიოში ორგანული სასუქის მოთხოვნის 50% გათავისუფლებულია და პროფუქტის დეფიციტია, რაც ჩვენს შესაძლებლობებს ზრდის, ამასთან შევიწავლეთ რეგიონალური და მსოფლიო ბაზრები და მოთხოვნა ნამდვილად დიდია.

"წარმოების გაზრდისთვის საჭირო ყველა დანადგარი შეკვეთილი გვაქვს, რომელიც 2000%–მდე გაზრდის წარმების მასშტაბს. ახლა კვირაში მხოლოდ 1 ტონას, საკუთარი ფერისთვის ვაწარმოებთ. სწორედ ტექნოლოგიურ განვითარებას მოვახმართ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საგენოტოსგან მიღებულ 150 000 ლარის გრანტს. GITA-ს კონკურსი ძალიან კარგი გამოცდილება იყო, განსაკურებით მარკეტინგისა და რეკლამის მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ გამოჩდნენ ინვესტორებიც, რომლებიც ჩვენი პროექტით დაინტერესდნენ, თუმცა ვცდილობთ საკუთარი რესურსით გავაკეთოთ ყველაფერი."– აცხადებს BSFL Georgia–ს დამფუძნებელი.

Businesspartner