სტარტაპი
27/06/2022

TS shopping Api პროდუქტის მწარმოებლებს ელკომერციის პლატფორმებთან დააკავშირებს

სტარტაპი TS shopping Api–ის მიზანია პროდუქტის მწარმოებლები და გამყიდველები ელექტრონული კომერციის მაღაზიებთან API-ის საშუალებით დააკავშიროს. 

შესაბამისად, ონლაინ მაღაზიებს წვდომა ექნებათ მრავალფეროვან კონტენტზე, ხოლო ადგილობრივ მწარმოებლებსა და გამყიდველებს საშუალება ექნებათ ერთდროულად ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიებში გაყიდონ საკუთარი პროდუქტი.

სტარტაპმა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო კონკურსში 150,000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.

TS shopping Api–ის დამფუძნებლები ნიკო ვეკუა და თორნიკე ნაცვლიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებენ, რომ GITA-ს კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო მათთვის, ხოლო სტარტაპის გამარჯვება გუნდის გამოცდილებამ და პროექტის ინოვაციურობამ განაპირობა.

"საქართველოს ბაზარზეც და რეგიონშიც არ არსებობს ისეთი API სტარტაპი, რომელსაც შეუძლია იგივე პრობლემა გადაჭრას, რომელიც საქართველოს ფრაგმენტირებულ ბაზარს აქვს, ვგულისხმობ, რომ არ გვყავს ისეთი დიდი ბიზნეს მივაჭრეები, როგორიცაა Amazon და eBay.

გვყავს საერთაშორისო პარტნიორიც, რომლის პროდუქციასაც ადგილობროვ მერჩანტებთან ვყიდით, რაც გვაძლებვს იმის საშუალებას, რომ ყველა დიდ კომპანიასთან გვქონდეს ურთიერთობა საქართველოში. GITA-ს გრანტის შემდეგ გადავდივართ მეორე ეტაპზე და დავიწყებთ იმ პატარა ბიზნესებთან თანამშრომლობას, რომლებსაც აქვთ თავიანი პლატფორმა ან არ სარგებლობენ ონლაინ ვაჭრობის არხებით." – ამბობს თორნიკე ნაცვლიშვილი.

სტარტაპის მიზანი მხოლოდ საქართველოს ბაზარი არ არის და სამომავლოდ TS shopping Api საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს.

"E-commerce განვითარების იმ ეტაპზეა, როცა მსგავსი პროდუქტები უნდა შეიქმნას. გამოწვევები როგორც საქართველოს ბაზარზე, ასევე რეგიონშიც არსებობს. საქართველოში ჩვენი პროდუქტის დატესტვის შემდეგ, ჩვენი გაფართოების არეალი,  პირველ ეტაპზე აზერბაიჯანი და სომხეთი იქნება. ახლა ვმუშოაბთ ქართველ ბიზნესმენებთან, დაახლოებით 10 კომპანიასთან, რაც საშუალებას გვაძლევს მათი მოთხოვნები გავითვალისწინოთ. ვფიქრობთ, 2 თვის განმავლობაში მზად იქნება მერჩანტ პორტალი, იმისათვის რომ დაარეგისტრირონ პროდუქცია ჩვენმა მომხმარებლებმა"–აღნიშნავს ნიკო ვეკუა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები