სტარტაპი
07/09/2020

წელს გაყიდვაში ქართული წარმოების ელექტრომანქანების დამტენები ჩაეშვება

წელს გაყიდვაში ქართული წარმოების ელექტრომანქანების დამტენები ჩაეშვება.

კომპანია "ტესსლერი" კარანტინის პერიოდში რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და სტარტაპერებმა ამ პერიოდში პროტოტიპების შექმნა უკვე მოახერხეს.

"ტესსლერში" განმარტავენ, რომ ქართული დამტენი სრულად ინოვაციური იქნება და ყველა შესაბამის სტანდარტს დააკმაყოფილებს.

პირველ ეტაპზე სტარტაპერები პროდუქტს ქვეყნის მასშტაბით გაყიდიან, თუმცა დაწყებულია მუშაობა სავარაუდო საექსპორტო ბაზრების მოძიებაზეც. გარდა დამტენების წარმოებისა, "ტესსლერი" საქართველოს მასშტაბით ელეტროსადგურების მონტაჟსაც გეგმავს.

Businesspartner